ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზურაბიშვილი: საპატრიარქოსა და მოსახლეობას კანაფის ლეგალური კულტივაციის შესახებ არასრული ინფორმაცია აქვთ

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოსა და მოსახლეობას კანაფის ლეგალური კულტივაციასა და ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში არასრული ინფორმაცია აქვთ.

„ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ზუსტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული, მიყვანილი ბოლომდე და მე ეს გამოვაცხადე დღეს. ვიქნები სათავეში ამ საინფორმაციო კამპანიისა. როგორი იქნება, რა იქნება, რამდენად დაცული და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, მე ამაში სრულიად ვეყრდნობი საპატრიარქოს, რომ უნდა იყოს დაცული. როგორი იქნება ამაზე უნდა ვიმუშაოთ ერთად, ეს არ არის დაპირისპირების საკითხი ნამდვილად, არავის შორის. ეს არის ჩვენი საერთო მომავალი. უნდა ახალი მიიღონ ახალი კანონი, რეგლამენტაცია აუცილებელია,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, შსს-მ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას ექსპორტს გულისხმობს.

იტვირთბა....