aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გორის საკრებულოს თავმჯდომარე – სარალიძისთვის პასუხი რომ არ გამეცა, არ იქნებოდა დაუსჯელობა?!

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკრებულოს თავჯდომარემ, დავით რაზმაძემ ზაზა სარალიძესთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ რადიო “მოზაიკასთან“ ისაუბრა.

“ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ ასე მოვიდნენ, სახალხოდ გაგინონ და შენ ხმა არ ამოიღო. შემაგინა და შევაგინე. რომ ლაპარაკობენ დაუსჯელობის სინდრომზე, ეს არ იქნებოდა დაუსჯელობა, მე რომ პასუხი არ გამეცა? რაც შეეხება, ხელთუბანში გარდაცლილი მოზარდის საქმეს, მე მისი ოჯახისთვის თანაგრძნობის გამოსახატად გამოვედი და მინდოდა მეთქვა, რომ გუბერნატორს და მე გვქონდა სურვილი მათთან შეხვედრის, მაგრამ როცა სარალიძე დავინახე, მაშინვე ვთქვი, რომ აქციაზე პოლიტიკურად მართული ადამიანები იმყოფებოდნენ. სარალიძე არის საბურთალოს რაიონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდივანი. მე მაგ კაცის არ მჯერა, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა დანაშაული უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. მკვლელი ოჯახის წევრიც რომ იყოს, უნდა დაისაჯოს. მე მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ სარალიძე არის ნაციონალებისგან მართული ადაიანი და კარგად დავინახე, რომ აქციაზე მას წინ ბექა ქორჩილავა მოუძღვებოდა. მე არ ვარ სამართალდამცველების ადვოკატი. მერებაშვილის საქმის მასალებს კარგად არ ვიცნობ, თუმცა მეც მაქვს სურვილი და მოთხოვნა, რომ საქმე ობიექტურად გამოიძიონ“, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება დავით რაზმაძესა და ზაზა სარალიძეს შორის დღეს, ადმინისტრაციული შენობის წინ გამართულ აქციაზე მოხდა.

აქცია გორში თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმის ობიექტური და დროული გამოძიების მოთხოვნით იმართებოდა. მერებაშვილის ოჯახს, მხარდაჭერის ნიშნად, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეურთდნენ.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....