ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ გაყიდი საქართველოს”: მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს 30 თეთრს ურიცხავენ

სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს, სიმბოლურად 30 თეთრს ურიცხავენ.

აქტივისტები განმარტავენ, რომ  30 თეთრში 30 ვერცხლს მოიაზრებენ და ამბობენ, რომ ზურაბიშვილის განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მოღალატეობრივია.

სამოქალაქო აქტივისტები თანხის ჩარიცხვისას დანიშნულებად უთითებენ „ნუ გაყიდი საქართველოს“.

ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომზე გააკეთა ასეთია:
“ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა… როგორ ვთქვათ, რომ მთლიანობა გვინდა?”

იტვირთბა....