პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მოვა დრო და ოქრუაშვილი ისევე დაისჯება, როგორც მან ქართველები დასაჯა.
“ოოოო, ეს რა მაგარი დააბრეხვა იგორ გიორგაძის კლონმა, კიარა კლოუნმა! რომელიც ჯერ აფხაზეთით აპირებდა თბილისის აღებას, შემდეგ რადგან კოდორში დარჩენილი კოდორლებისგან ვერ მიიღო თანხმობა, მერე ცხინვალით პირდებოდა 2011 წლის მაისში მომიტინგეებს შემოგიერთდებითო,მაგრამ იგორამ იქაც უმტყუნა, რადგან მას მთელი “სტავკა” სააკაშვილზე ჰქონდა და ირაკლი ალასანიაზე. ამიტომაც დარჩა კლოუნის პოზაში!
სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი ხარვეზები, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილივით ჯერჯერობით არ უღალატია ქვეყნისთვის მაღალი თანამდებობაზე ყოფნის დროს! მოვა დრო აუცილებლად და როგორც დახვრიტე ქართველები, ჯერ ცხინვალის მიმართულებით თანამდებობის ბოროტად გამოყენებით,შემდეგ კი კოდორში ქალბატონი, აი ისევე დაიხვრიტები! უფალი მოგაზღვევს იმას, რაც სხვას უქენი სახელმწიფოს სახელით , შე ლაჩრად გაჩენილო ქვეყნის გამყიდველო! უფალი მაღალია და არსად ეჩქარება! დიდება ღმერთს!!!”, – წერს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მას ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ “უმტკიცებდა”, რომ საქართველოს განვითარების და გადარჩენის ერთადერთი გზა აფხაზეთზე უარის თქმა იყო.
ოქრუაშვილს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღესაც იმავეს ფიქრობს.