რა იცვლება განათლების სისტემაში – დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინსიტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმა წარადგინა. რეფორმა მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.
როგორც მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეციალური მასწავლებლები; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წელს კი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარზე და მეტს.