ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ მთავრობის ინიციატვაზე საუბრსისას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სამედიცინო კანაფის კულტივაცია და ექსპორტი იგეგმება, განაცხადა, რომ მასაც აქვს მოწეული მარიხუანა.
“ვიცი რაც არის მარიხუანა. ამას არ ვმალავ. მე შეიძლება ახალგაზრდობაში იმდენი მომიწევია, შეიძლება მთელ გირჩს არ აქვს ერთად მოწეული. სწორედ ამიტომ მინდა, არც ჩემმა, არც თქვენმა და არც არავის შვილებმა არ მიიღონ ეს პრეპარატი. ყველა ასაკს აქვს თავისი ხიბლი და ამ ასაკში ადამიანები შეცდომებს ჩადიან.” – განაცხადა ბრეგაძემ.