ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ნარკოპოლიტიკა: მეუფე ანტონი “სანთლების რევოლუციაზე” საუბრობს

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში, სადაც მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, კანაფის კულტივაციასა და ექსპოტზე დებატები გაიმართა, განცხადება გააკეთა სასულიერო პირმა, ვანისა და ბაღდათის მეუფე ანტონმა.

მეუფე ანტონის თქმით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი პერმანენტულად მიმართავს ეკლესიას და დახმარებას თხოვს მათ, იპოვონ გამოსავალი და შეეწინააღმდეგონ მთავრობის ამ ინიციატივას.

ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეკლესია საკუთარ მრევლთან ერთად საპროტესტო აქციებს გეგმავს, მეუფე ანტონმა უპასუხა, რომ თუკი ჟურნალისტს სურს მან რევოლუციებზე ისაუბროს, ქვეყნის გადარჩენის მიზნით, საქმე შეეხება მხოლოდ სანთლების რევოლუციას, რომელიც მხოლოდ ლოცვაში გამოიხატება.

“თუკი რევოლუციას გულისხმობთ, მე ამას სანთლების რევოლუციას დავარქმევდი” – განაცხადა პირდაპირ ეთერში მეუფე ანტონმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ინიციატივით გამოვიდა, რომ შესაძლებელია კანაფის კულტივაცია და ქვეყნიდან მისი ექპორტი შესაბამისი ლიცენზიით. ამ ინიციატივას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

იტვირთბა....