ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბურჯანაძე: “სააკაშვილს და ბოკერიას არ სურდათ „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენა”

ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენაში, მას დიდი წვლილი მიუძღვის.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს და ბოკერიას არ სურდათ „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენა, თუმცა მისმა განცხადებამ და ჟურნალისტებთან კონტაქტმა დიდი როლი ითამაშა მაუწყებლობის აღდგენაში.

„დღეს ვეღარ იტყვიან ხელისუფლებაში მყოფი ვერც ერთი ადამიანი, რომ ვერ გაერკვა რა სქემით ხდება ტელევიზიების წართმევა, რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას „იბერიაზე“ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ იყო მწვავე რეაქცია, რაც შეეხება „იმედს“, მასთან დაკავშირებით მწვავე იყო საერთაშორისო მეგობრობის რეაქცია და მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ერთადერთი ადამიანი ვარ იმ ხელისუფლებიდან, რომელსაც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ მე ყველაფერი გავაკეთე „იმედის“ დასაცავად, ყველაფერი გავაკეთე მის გადასარჩენად, ჩემი დამსახურებით მოხდა „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენა, იმიტომ რომ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყვენენ ბოკერია და სააკაშვილი, მიუხედავად კონდოლიზა რაისის ორი ზარისა, რომ ჩაერთოთ „იმედი“.

მე გამოვედი და ძალიან უცნაური კონფერენცია ჩავატარე, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო და კითხულობდნენ კიდეც, მე წავიკითხე გრაფიკი მეორე დღეს პროკურატურას რა უნდა ექნა, 10 საათზე რა გადაწვეტილება უნდა მიეღოთ, გახსოვთ თქვენ ეს ხომ,  გამოვიყენე ეს. ვიცოდი, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდნენ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან ღია ბრიფინგის ჩატარება, სადაც კითხულობს საათობით თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროკურატურაში, ამის გამო ისინი იძულებული გახდნენ, რომ ტელევიზია გაეხსნათ, მეტსაც გეტყვით, მე პირადად მქონდა არაერთ ჟურნალისტთან საუბარი, რომლიც მეკითხებოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ და ყველა მათგანს ვთხოვდი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ხელისუფლების პოზიცია, ზოგზე ზეწოლა იყო, ზოგს ფულს უხდიდნენ, ზოგს რაღაცა სხვათი აშინებდნენ, ყველას ვეუბნებოდი, რომ არ დატოვოთ „იმედი“.

ტელეკომპანია „იმედთან“  მიმართებაში მე აბსოლუტურად პირნათელი ვარ, რომ არ დაიხურა, მაგრამ მან დაკარგა ის ოპოზიციური ნიშა და რაც მას ჰქონდა, ამან სხვათა შორის, დააჩქარა სააკაშვილის ხელისუფლების წაქცევა, იმიტომ რომ როცა შენ გყავს ოპონენტი, თუნდაც არ იყოს ეს ოპონენტი ობიექტური, შენ მაინც მობილიზებული ხარ და როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ დაინახა, რომ ყველაფერი უკვე მის ხელში იყო, დაიწყო კიდეც მისი ხელისუფლების ნგრევა“-  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იტვირთბა....