ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ვინ გვებრძვის – ჯაფარიძე საპატრიარქოს წინააღმდეგ

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საპატრიარქოზე საუბრობს. “მეტრონომი” სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ვინ გვებრძვის – Let’s put things straight

საბჭოთა სუკის მიერ შექმნილი და ათწლეულების განმავლობაში მართული ინსტიტუტი.

ინსტიტუტი, რომელიც დღესაც იმართება ღრმა საბჭოთა პერიოდის დროს დანიშნული მმართველის მიერ.

ინსტიტუტი, რომელიც სავსეა ბატონ-ყმური მენტალობის მქონე საბჭოთა ადამიანებით.

ინსტიტუტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ მოძრაობას საბჭოთა ბოროტების არსებობის ბოლო წლებში.

ინსტიტუტი რომელშიც დღესაც მრავლადაა 90-იანების კრიმინალური დაჯგუფებების აქტიური წევრები, მათ შორის მაღალ სასულიერო თანამდებობებზე.

ინსტიტუტი რომელიც ათწლეულეულებია პოლიტიკური ძალაუფლებით ვაჭრობს.

ინსტიტუტი რომელმაც ამ ვაჭრობის შედეგად მოიპოვა ჯერ კონსტიტუციაში ჩანაწერი.

მერე დისკრიმინაციული და პრივილეგიების მიმნიჭებელი კონკორდატი.

მერე საგადასახადო პრივილეგიები.

მერე ყოველწლიურად მილიონები ბიუჯეტიდან.

მერე მიწები და ჯიპები.

მერე პოზიტიური პიარი და ამ პიარზე დაშენებული ‘მაღალი რეიტინგი საზოგადოებაში’.

ინსტიტუტი რომელმაც მილიონებით ახალგაზრდების ტვინის სარეცხი ვითომ საგანმანათლებლო დაწესებულებები შექმნა, სადაც აზროვნებისუნარდაკარგული ადამიანების არმიები იქმნება, რომლებიც ერთ დაძახებაზე ტაბურეტკებით უნდა დაედევნონ ამ ინსტიტუტის მიერვე განსაზღვრულ ‘მტერს’.

არმიები, რომელთა არსებობის მთავარი ფუნქცია სახელმწიფოსთვის უკვე წაგლეჯილი პრივილეგირებული სტატუსის და აქედან გამომდინარე მაღალ თუ დაბალ იერარქთა კეთილდღეობის ფიზიკური ძალადობის მუქარით დაცვაა.

ინსტიტუტი რომელიც ყველაზე სრულყოფილად განასახიერებს იმას რაც იყო საბჭოთა კავშირი – ფარისევლობა – როდესაც ერთ მორალს ქადაგებ და მისგან 180 გრადუსით საპირისპიროთი ცხოვრობ და აცხოვრებ საკუთარ მიმდევრებს.

ინსტიტუტი რომლის მთავარი მმართველი ორგანო სავსეა წარსულში არაერთხელ ნასამართლევი და რუსეთის კალთის ქვეშ შეძრომაზე მეოცნებე პირებით რომლებიც ერთმანეთს ციანიდით დასდევენ.

ინსტიტუტი რომელიც უსინდისოდ სარგებლობს ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბით და საბჭოთა განათლების გამანადგურებელი შედეგებით, და მაქსიმალურად წველის ისედაც გაუბედურებულ და ნახევარსანტიმეტრიანი თვალსაწიერის მქონე ადამიანებს.

ეს ინსტიტუტი გველაპარაკება დღეს ქრისტეს სახელით.

ეს ინსტიტუტი გველაპარაკება დღეს ‘ახალგაზრდების გადარჩენაზე’ და მომავალზე.

ეს ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის კელთილგანწყობის მოპოვების მსურველი პოლიტიკური პროსტიტუტები დგანან დღეს ერთ მხარეს

და გვემუქრებიან.

კანაფი, ნარკოპოლიტიკა, მომავალი თაობა, სამშობლო, ერი – სინამდვილეში ამ ხალხს ეს ყველაფერი ღრმად კიდია.

სინამდვილეში ისინი გვემუქრებიან, რადგან ეშინიათ.

გაქრობის პირას მყოფი სახეობის ბოლო წარმომადგენლების შიშით – საბჭოთა ადამიანების შიშით.

რომლებსაც აქრობს თავისუფლება”, – წერს სოციალურ ქსელში ჯაფარიძე.

იტვირთბა....