გორში 14 წლის მოზარდი გარდაცვალების ფაქტს მისი მეზობელი ეხმაურება. როგორც “დიანიუსთან” გარდაცვლილის მეზობელმა ისაუბრა, გოგონა ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპს”თამაშობდა.
“ლურჯ ვეშაპს თამაშობდა და ეხლაც მაგას ამბობენ. ღამე გადიოდა და მუცელი ქონდა დასერილიო. რატო დაისერა და რა მოხდა სინამდვილეში ვერ გეტყვით. ხან ისე ლაპარაკობენ ხან ასე, მაგრამ ამბობენ რომ დედამისმა ამის შესახდებ არ იცოდა . ამ თამაშს რომ თამაშობდა თვითონ იძახდა მეგობრებთან და ალბათ მეგობრებისგან გაიგეს. დასკვნა ესე გამოოტანეს რომ ბოლო თამაში იყო ლურჯი ვეშაპი” – განაცხადა მეზობელმა.
თუმცა შინაგან საქმეთა სამინიტროს პირველადი ვერსიით, გორში გარდაცვლილ 14 წლის გოგონას ინტერნეტზე და ტელეფონზე წვდომა არ ჰქონდა, რაც ეწინააღმდეგება გავრცელებულ ვარაუდს, რომ გარდაცვლილი “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.
“გამოძიების პირველადი ვერსიით, გოგონას არც ტელეფონზე და არც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქმეზე მუშაობას. ამ ეტაპზე პოლიციის თანამშრომლები გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აგრძელებენ, თუმცა გამოძიების მსვლელობისას მუხლი გადაკვალიფიცირებას არ გამოვრიცხავთ”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
აღნიშნულის დასტურად, მის სხეულზე სხვადასხვა იარები დასახელდა. ამ საკითხე რადიო ‘მოზაიკა” გარდაცვლილის ახლობელს ესაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ნაიარები გოგონა წლებია აქვს და ეს თამაშთან მისი კავშირის დასადასტურებლად არასაკმაირია მტკიცებულებაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს.