ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთის დუმის დეპუტატი დუელის კოდექსის მიღებას ითხოვს

BBC-ის რუსული ბიურო ინფორმავიით, რუსეთის დუმის დეპუტატი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან სერგეი ივანოვი დუელის კოდექსის მიღებას ითხოვს, შესაბამისად კი მის დაშვებასაც. 52-გვერდიან დოკუმენტში ივანოვს დუელის აუცილებლობასა და წესებზე აქვს საუბარი.

კანონპროექტი დუელების გამართავს მხოლოდ ოფიციალურ პირებს შორის უშვებს — “მხოლოდ თანასწორმა თანასწორს შეიძლება მიაყენოს შეურაცხყოფა”.

როგორც BBC განმარტავს, თუ მოქალაქემ დუელში გამოიწვია მოხელე, ამ უკანასკნელმა უარი უნდა თქვას ამაზე და დავის მოგვარების სამართლებრივი გზები უნდა ეძებოს. თუმცა სურვილის შემთვევაში მოხელეს დუელში მონაწილეობისთვის თავისი ზემდგომის წერილობითი ნებართვა სჭირდება.

კანონპროექტის მიხევდით, სხვა მოქალაქეებს შორის დუელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს დაშვებული. დოკუმენტის შესაბამისად, დუელში ქალებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ და მათი ღირსება ახლო ნათესავმა კაცმა უნდა დაიცვას.

დოკუმენტის ავტორმა, სერგეი ივანოვმა აღნიშნა, რომ იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც რუსეთის სახელმწიფო გვარდიის ხელმძღვანელმა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დუელში გამოიწვია.

“უკვე მეორედ ხდება, რომ მუნიციპალური და სახელმწიფო მოხელეები დუელში იწვევენ მოქალაქეებს, რომლებიც, როგორც მათ მიაჩნიათ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რაღაც დოკუმენტებს აქვეყნებენ”.

მან, ასევე, განმარტა, რომ დოკუმენტს საფუძვლად 1912 წლის რუსეთის იმპერიის დროს მიღებული “დუელის კოდექსი” უდევს საფუძვლად, რომელიც მცირედით დარედაქტირებულია.

მაგალითად, რედაქტირებისას, კანონპროექტში ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზეც არის საუბარი და დუელში მათი გამოწვევაც შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ რუსული სახელმწიფო გვარდიის გენერალმა 11 სექტემბერს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დუელში გამოიწვია და დაემუქრა, რომ მისგან სტეიკს გააკეთებდა. ოპოზიციონერს ჯერ მისთვის არ უპასუხია, რადგან ახლა ადმინისტრაციულ პატიმრობაშია.

იტვირთბა....