ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წელს თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წელს თბილისობა  6-7 ოქტომბერს გაიმართება.

მისი თქმით, „თბილისობა 2018“ გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც საპატიო თბილისელები დაჯილდოვდებიან.

კალაძის ინფორმაციით, ამიერიდან, თბილისობის დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება.

„სექტემბერი ძალიან დატვირთულია ფესტივალებით, მიმდინარეობს „შემოდგომის თბილისი“ ასევე ძალიან საინტერესო პროგრამით და ბოლოს მინდა დავასახელოთ თბილისობის თარიღი. წელს თბილისობა გაიმართება 6-7 ოქტომბერს. უამრავ საინტერესო ღონისძიებასთან ერთად, 7 ოქტომბერს „თბილისობა 2018“ გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც საპატიო თბილისელებსაც დავაჯილდოებთ. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისობის თარიღი იყოს ფიქსირებული, განსაკუთრებით გვთხოვენ ტურისტული კომპანიები და მინდა განვაცხადო, რომ ამიერიდან თბილისობის დღესასწაული ყოველთვის გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას“- განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....