ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბურთალოზე ავტობუსების მოძრაობის სქემა შეიცვალა

დედაქალაქის მერიიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.

ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.

იტვირთბა....