ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ წერეთელმა მცხეთაში მაცხოვრის 33-მეტრიანი ქანდაკების აღმართვის სურვილი გამოთქვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი  ცოტა ხანში დაასრულებს ქრისტეს ქანდაკებაზე მუშაობას.

როგორც წერეთელმა განაცხადა 33 მეტრიანი მაცხოვრის ქანდაკება მცხეთაში უნდა აღიმართოს.

„დიახ, ქრისტეს ქანდაკებაზე მუშაობას ცოტა ხანში დავასრულებ. მისი სიმაღლე მაცხოვრის ასაკის შესაბამისად 33 მეტრი იქნება. რამდენიმე ქვეყნიდან მაქვს შემოთავაზება, რომ მაცხოვრის ქანდაკება მათთან დავდგა, მაგრამ ჩემი სურვილია მაცხოვრის 33-მეტრიანი ქანდაკება, მცხეთაში, ქართულ მიწაზე აღვმართო, თუმცა, საქართველოდან ჯერჯერობით არავის გამოუჩენია ამის ინტერესი!”-  აცხადებ ზურაბ წერეთელი.

იტვირთბა....