ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

სავარაუდოდ ესპანეთში ქართველმა ქართველი დაჭრა

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში 33 წლის ქართველმა 44 წლის თანამემამულე მძიმედ დაჭრა. საქართველოს ორ მოქალაქეს შორის ჩხუბი გუშინ ღამით, მადრიდის ერთ-ერთ სკვერში მოხდა. 33 წლის ქართველმა 44 წლის თანამემამულეს ცივი იარაღით სერიოზული ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის ჩადენის იარაღის მოშორება სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა.

გულ-მკერდის არეში დაჭრილი 44 წლის ქართველი კლინიკურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თავდამსხმელი დაკავებულია, საქმეს ესპანეთის ეროვნული პოლიცია იძიებს.

იტვირთბა....