ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სვანეთში ნებისმიერ ოჯახში კანაფისგან ხაჭაპური მზადდებოდა”

“ჩემს ბავშვობაში სვანეთში ოჯახი არ იყო კანაფი რომ არ ჰქონოდა დათესილი. ეს იყო ჩვეულებრივი საკვები კულტურა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძალიან ძნელად იპოვიდი ახალგაზრდას, რომელიც ინტენსიურად ეტანებოდა მარიხუანას, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სვანეთი იყო. ვინც ამბობს, რომ მარიხუანა კუბდარს უხდება სვანური სამზარეულოს შესახებ არაფერი არ იცის. მე ეს მომისმენია ზურაბ ჯაფარიძისგან, კობა სუბელიანისგან და ეს ასე არ არის. თუმცა, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხაჭაპურში, ჭვიშტარში ეს არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი, ისევე როგორც სვანეთში გავრცელებულია ფეტვიანი ხაჭაპური. ჩემს ახალგაზრდობაში სვანეთში, ნებისმიერ ოჯახში კანაფისგან ხაჭაპური მზადდებოდა. ისევე როგორც ნებისმიერი გასვენების აუცილებელი ინგრედიენტი იყო ფხალი, რომელსაც კანაფის თესლისგან ამზადებდნენ. ცხადია ამ კულტურაში ნარკოტიკის შემცველობა ნულოვანი იყო, რადგან თერმულად დამუშავების შემდეგ არ რჩება არაფერი”, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო გუნდს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მარიხუანასგან წარმოებული მედიკამენტები უცხოეთში ექსპორტზე გავა.

იტვირთბა....