2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პოზიციები პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე შეაჯერეს.
ობიექტური მიზეზების გამო მას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებისთვის არ მოუსმენია.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ მომისმენია, თუმცა მქონდა საუბარი მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საუბრის დროს შევჯერდით ჩვენ ერთიან მიდგომაზე. ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წლის ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად, ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა ამავე დროს ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ საქართველომ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია.