საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, კანონმდებლები დაარწმუნებენ სასულიერო პირებს, რომ მარიხუანას კულტივაცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის მოხდება, მაშინ ეკლესია მთავრობას წინააღმდეგობას არ გაუწევს.
მიიღებენ თუ არა კანონს ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ, აკაკი ზოიძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სხვა ყველას აზრის გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული.
“დიდი ბოდიში, საჯარო სივრცეა, ეკლესიის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით და არა მხოლოდ ეკლესიის აზრის”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღს მღვდელმთავრებმა მარიხუანის თემასთან დაკავშირებით კონფერენციაზე იმსჯელეს. ეკლესია მარიხუანის კულტივაციასა და მოხმარების ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება. შეხვედრაზე მთავრობის მისამართით ულტიმატუმებიც გაისმა. მეუფე იაკობმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეკლესია საკუთარ ძალას აჩვენებდა.