გუშინ გვიან ღამით, გლდანში ავტსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები დედა-შვილი იყვნენ, თუმცა როგორს შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს გარდაცვლილი პირები დედა-შვილი არ ყოფილან.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის 128-ე მუხლისა და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებით ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.