ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო კოლუმბიას ემსგავსება… ეკლესია მარიხუანის ექსპორტის წინააღმდეგია”

საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კონფერენცია უნდა გაიმართოს, რომ ერთი და ორი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნარკობიზნესის წარმართვასა აპირებს საქართველოში, ვერ უნდა წყვეტდეს ქვეყნის ბედს.

„საქართველოში აპირებენ პლანტაციების გაშენებას იმისთვის, რომ ეს პროდუქცია საექსპორტოდ გააგზავნონ სამედიცინო მოხმარებისთვის მიზნით. ეს არის მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ფაქტობრივად საქართველოში უკვე ნარკოტიკიული საშუალებების გასაღების პროგრამის ამოქმედება. ბუნებრივია, ჩვენ ეკლესია, საზოგადოების ჯანსაღი ფენა ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რათა ამის საშუალება მავანთ არ მიეცეს. უკვე გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობენ და დასამალი აღარ არის. ითქვა, გადაწყვეტილებას ვინ ღებულობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, კოლუმბიის სახეს იღებს საქართველო.

მთელი საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, რადგან ნარკომანია ყველა ოჯახს კატასტროფულ შედეგებს უქადის” – განაცხადა მამა დავითმა.

მისივე თქმით, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, ეს არის კონკრეტული პიროვნება – ბიძინა ივანიშვილი.

„ერთი და ორი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნარკობიზნესის წარმართვასა აპირებს საქართველოში, ვერ უნდა წყვეტდეს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს ამასთან დაკავშირებით. ვერც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიეცა, არამედ საზოგადოება. ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, ეს არის კონკრეტული პიროვნება ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი ინიციატივა. მან გაიტანა თავიდან ბოლომდე. თავის დროზე ვერ მოახერხა პარლამენტში. საკითხი გადაიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და შედეგები სახეზეა,” – განაცხადა დეკანოზმა დავითმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპოსტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. ფაქტს ადასტურებს შინაგა საქმეტა სამინისტროც.

იტვირთბა....