“ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით”- ამის შესახებ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს იმ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას. უწყების თქმით, მათ მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს.
“მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით”- განუცხადეს “მეტრონომს” შსს-ში.
სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” გუშინდელ სხდომაზე ახალი კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს, რაც მარიხუანას ექსპორტს გულისხმობს.