ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

შსს ადასტურებს, რომ მთავრობა ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” დაუდასტურა სააგენტო “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს.

უწყებაში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

“გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით”- განუცხადეს “მეტრონომს” შსს-ში.

სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  “ქართული ოცნების” გუშინდელ სხდომაზე ახალი კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს, რაც მარიხუანას ექსპორტს გულისხმობს.

იტვირთბა....