სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” გუშინდელ სხდომაზე ახალი კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს, რაც მარიხუანას ექსპორტს გულისხმობს.
სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე შსს-ის წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, ასევე ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის, საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს.
პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.
“ინტერპრესნიუსი”ასევე წერს, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძნა ივანიშვილი ამ იდეას მხარს უჭერს.