ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ქვეყნის მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არ გადაუხვევს თავის გზას ნატო-სკენ ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

„ჩვენ დავიწყეთ ტერიტორიული თავდაცვის მომზადება, ეს არის საქართველოს თავდაცვის პროგრამა, რათა დავიცვათ თავი მტრებისგან. ჩვენი მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმების გატარება, ახალი ეროვნული გეგმების განხორციელება. ჩვენ, შესაძლოა, გავაკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ნატო-ს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ. ჩვენ შევამცირეთ პერსონალის ხარჯები და დარჩენილი თანხით შევისყიდეთ აღჭურვილობა. ამერიკისგან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობთ, უკვე მივიღეთ უსერიოზულესი ჯაველინების სისტემა, ახლა უნდა მივიღოთ საჰაერო სისტემა. მზად ვართ ნატო-სკენ გზა გავაგრძელოთ, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე სახლში”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

იტვირთბა....