ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროპული საქართველო” ტელეკომპანია “იბერიას” მხარდაჭერას სთავაზობს

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტელეკომოანიასთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ევროპული საქართველო ტელეკომპანია “იბერიას” მხარდაჭერას სთავაზობს.

„აუცილებელია, რომ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. ეს არის საქმე, რომელშიც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს საქმე უშუალოდ ეხება ტელეკომპანია „იბერიის“ ფუქციონირებას. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, სრულიად აუცილებელია გამოძიების დაწყება და პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე. ეს არის შემთხვევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რაზეც არაერთგზის გვითქვამს, რომ ხელისუფლებაში არსებობს არაფორმალური მართვა, არსებობს მაღალი დონის კორუფცია სახელმწიფო ეშელონებში და ეს შემთხვევა შესაძლებელია გახდეს სწორედ ძალიან მძიმე მანიშნებელი იმ ვითარების, რომელიც დღეს არის სახელმწიფოში.

როდესაც თანამდებობის პირები, ცალკეული ნათესავები ან გავლენიანი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები საქმეებს აგვარებენ საკუთარი კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე და ამ კორუფციულ ინტერესების მსხვერპლი ხდება საზოგადოების ინტერესიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, „ევროპული საქართველო“ სთავაზობს ტელეკომპანია „იბერიას“ ,როგორც საპარლამენტო უმცირესობა თუ რაიმეშია საჭირო და აუცილებელი იქნება საპარლამენტო უმცირესობის გვერდში დგომა, პარტია მზად არის დახმარებისთვის“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ,ა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-მა ფარულია აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ “ომეგა ჯგუფის” პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

იტვირთბა....