არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზურაბიშვილი განწირულია მოგებისთვის… სხვა ალტერნატივა არ არსებობს”

“ჩვენი პოლიტიკური ელიტა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ არავინ არ არის არვიზე უკეთესი ან უარესი”  – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდი მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის  მხარდაჭერას.

როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა ზურაბიშვილის მხარდაჭერა სიახლე არ ყოფილა და ამას ყველა ელოდა.

“ეს გადაწყვეტილება ისედაც ცნობილი იყო და სიურპრიზი არ ყოფილა არავისთვის. ჩვენი პოლიტიკური ელიტა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ არავინ არ არის არავიზე უკეთესი ან უარესი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკა საქართველოში იქცა მდარე ხარისხის რეალით შოუს, რომლის ყურება სამწუხაროდ საზოგადოებას უწევს. სალომე ზურაბიშვილი კი არის ამ რეალითი შოუს ერთ-ერთი ახალი მონაწილე.

საქე იმაშია, რომ ზურაბიშვილის მოგებაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ ალტერნატივა არ არსებობს. ზურაბიშვილი ფაქტობრივად განწირულია მოგებისთვის. ეს იმით კი არ არის განპირობებიული, რომ ვინმე მას მხარს უჭერს, არამედ იმით რომ  ოპოზიციაა განწირული წაგებისთვის. ოპოზიციამ ალტერნატივა ვერ შექმნა. შესაბამისად ამ არჩევნებში იგებს რესურსი და რესურსი ხელისუფლების ხელშია” – განაცხადა პოლიტპლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში.

“მეტრონომი” ასევე დაინტერესთა თუ რა როლი შეიძლება ქონოდა საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილს ლობისტობას ივანიშვილისთვის და ჩართული იყო თუ არა მისი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხში პარტიის თავმჯდომარე.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის გარეშე ეს პროცესი არ დაიწყებოდა.

“ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს პროცესები არ დაიწყებოდა.

რაც შეეხება ივანიშვილს ბევრად მეტი საშუალებები აქვს საფრანგეთში ვიდრე სალომე ზურაბიშვილს. ზურაბიშვილი  ივანიშვილს საფრანგეთში ლობისტად არაფერში სჭირდება” – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პოლიტსაბჭოზე, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.

 

იტვირთბა....