ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყოფილი სასტუმრო “ლეოგრანდის” პირველი 5 სართული სტუმრებისთვის გაიხსნა

“ყველა სამუშაო შესრულდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ნებართვით გაიხსნა სტუმრების მიღებისთვის განკუთვნილი პირველი 5 სართული”- ამის შესახებ “მეტრონომს” ყოფილი სასტუმრო “ლეოგრანდის” იურისტმა კახაბერ წერეთელმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ სართულებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა რეკომენდაცია შესრულდა, ხოლო დანარჩენ სართულებზე კი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც სასტუმრო მთლიანად გაიხსნება და მუშაობას განაახლებს.

“დამონტაჟდა სავინტილაციო სისტემები, მთავარი მანდ იყო ჰაერის გამწოვი სისტემა, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნავდა. ყველა ეს მოთხოვნა შესრულდა. შესაბამისად, სასტუმროს  წერილის საფუძველზე მოვლინებული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი, რომელმაც გააკონტროლა ეს მდგომარეობა, გადამოწმდა, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და ამიტომ, პირველი 5 სართული გაიხსნა. დანარჩენ სართულებზეც მიმდინარეობს სამუშაოები. იქ არის ცეცხლის ქრობის სისტემები, იქ არის სიგნალიზაციები და უამრავი რამ, რაც რეკომენდაციებშია.  როგორც კი დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სასტუმრო უკვე სრულად გაიხსნება”- განუცხადა “მეტრონომს” სასტუმროს იურისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო “ლეოგრანდს”, რომელიც ახლა “ველმონდის” სახელით ფუნქციონირებს, საქმიანობის უფლება შეუჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სასტუმრომ მუშაობა არ შეწყვიტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი სასატუმროს შენობაში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, ადმინისტრაციას დახურვისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....