იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად არც ერთი ადამიანი არ ითვლება. ჰოკაიდოზე სტიქიის ზონაში თავდაცვითი ძალების, პოლიციის და სახანძრო სამსახურის 40 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს.
ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გასულ კვირას მოხდა. სტიქიამ მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რაც მსხვერპლის ძირითადი მიზეზი გახდა