ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კუპრავა სალომე ზურაბიშვილსა და ტელეკომპანია “იმედს” სასამართლოში უჩივის

სალომე ზურაბიშვილისა და ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელებით სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიმართავს.

კუპრავა ტელეკომპანიას მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, როდესაც ეთერში 26 მაისის შესახებ რეპორტაჟი გავიდა და ის ზონდერად მოიხსენიეს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ კუპრავა ზონდერი იყო.  ასევე მან  “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი დესტაბილიზაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

კუპრავას ინფორმაციით, ექსპერტიზამ ეთერში გასული კადრები შეისწავლა და დადგინდა, რომ პირი, რომელიც ვიდეომასალაში ჩანს, თავად არ არის.

„ვითხოვ იმ ინფორმაციის უარყოფას , რომელსაც ცხადია „იმედი“ ვერ დაადასტურებს სასამართლოში რომ მე ზონდერი ვარ, პირიქით მე ვადასტურებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით,რომ არავითარი ზონდერი და ის პირი , რომელზეც საუბრობენ რომ არის ზვიად კუპრავა მე ის არ ვარ.

სალომე ზურაბიშვილის სარჩელის საფუძველი არიას ასევე ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც მან გააკეთა ჩემი მისამართით, სალომე ზურაბიშვილისგანაც ვითხოვ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფას“-აცხადებს ზვიად კუპრავა.

იტვირთბა....