ზუგდიდში, სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილი სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული დატოვეს.
ახალშობილი გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “მეტრონომს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.