ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია იმართება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ისინი ამბობენ, ამ ეტაპზე სახელმწიფო მათი პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებს. „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილები ოფისში მიმავალ პოლიტსაბჭოს წევრების ავტომობილებს შეძახილებით და საყვირებით აცილებენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ასობით მეანაბრის 30 მილიონამდე ლარი მართებს.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა 17:00 საათზე გაიმართება.

პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ, რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი.

იტვირთბა....