დღეს ქართველმა სეკიტორიმ ლევან გორგაძემ აკი ბაშოს პირველ მარტივი გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინისთვის შემოდგომის ბაშოზე დადებითი ბალანსის, ანუ კაჩიკოშის მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მან შესაძლოა ოძეკის რანგი დაკარგოს. ასე, რომ ტოჩინოშინს შემოდგომის სუპერტურნირზე მინიმუმ 8 მოგება სჭირდება.
ტოჩინოშინმა აკი ბაშო დამაჯერებლად დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს იგი მეორე მაეგაშირა ჩიოტარიუს დაუპირისპირდა, რომელსაც დღევანდლამდე ექვსჯერ შეხვედროდა და ურთიერთდაპირისპირებებში ოთხი გამარჯვება და ორი მარცხი ჰქონდა.
რიკიშების მეშვიდე ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა ძალიან მალე მოიგო. ჩიოტარიუმ ტოჩინოშინის პირველ მიძალებას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. დოჰიოს კიდესთან ახლოს ლევანმა მეტოქე ასწია და მის ფარგლებს გარეთ გადასვა.