ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში ლატვიის მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.

მათი ინფორმაციით, 44 წლის ქალბატონის სიცოცხლეს საფრხე არ ემუქრება.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3-მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს! აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....