ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შავ ზღვაში მოსალოდნელი შტორმის გამო ბანაობა აიკრძალა

დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციბის მართვის სამსახური ავრცელებს.

“ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა!

შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია

ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს

გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს

აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....