ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საგამოძიებო კომისიის დასკვნა სასიკვდილოა ჩვენი პროკურატურისთვის”

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, თბილისში,  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აფასებს და პროკურატურისთვის სასიკვდილო განაჩენად უწოდებს.

დოლიძის თქმით, კომისიის მუშაობა კარგი პრეცედენტია და ის გამოძიებისთვის მთავარი დოკუმენტი უნდა გახდეს.

„ვფიქრობ, დასკვნა არის მართლაც რომ, სასიკვდილო განაჩენი ჩვენი პროკურატურისთვის და მთელი ის საფეხურები როგორ შეითითხნა ეს საქმე, რომ პასუხისმგებლობიდან გამომძვრალიყვნენ კონკრეტული პირები რეალურად არის სულ მცირე სასწავლებელი მასალა ჩვენი იურიდიული ფაკულტეტებისთვის, რომ ვუთხრათ მომავალ გამომძიებლებს, როგორ არ უნდა იმოქმედონ“-ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა 2 დღის წინ მიიღო. 67-გვერდიან დოკუმენტს კომისიის ცხრა წევრმა , „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

იტვირთბა....