გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კარენ პირსმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციების გაფართოებით დაემუქრა, რაც სკრიპალების მოწამვლის საქმეში ახალი დეტალების გამოვლენას უკავშირდება.
„ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, რა სახის ნაბიჯების გადადგმა იქნება ყველაზე კარგი“, – განაცხადა პირსმა.
მისივე თქმით, ბრიტანეთის გარდა, სოლსბერიში მომხდარის გამო, 28 ქვეყანამ და ნატო-მ რუსი დიპლომატები საკუთარი ქვეყნებიდან გაიწვიეს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ, აშშ-მ და კანადამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ისინი ეთანხმებიან ლონდონის დასკვნას, რომ სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილები „გრუ“-ს თანამშრომლები არიან.
აღნიშნული ქვეყნები აცხადებენ, რომ მამა-შვილის მოწამვლა დიდი ალბათობით სანქცირებული იყო უმაღლეს სამთავრობო დონეზე.