ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ხორავას ქუჩის” დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ პოლიტიკური შეფასებები”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ პოლიტიკური შეფასებები.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომისიის ფუნქცია იყო გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა გამოძიებისთვის და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება.

„მე შევაფასებდი ზოგადად საგამოძიებო კომისიის ფუნქციას, რომლის მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა თვითონ გამოძიებაზე და არა ვთქვათ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება, მითუმეტეს პოლიტიკური შეფასება. როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება, ეს რა თქმა უნდა, ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

აქედან გამომდინარე ჩემი შეფასება გახლავთ სწორედ ასეთი, რომ კომისია რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს მას კანონმდებლობის ჩარჩოებში, ის უნდა განახორციელოს.

ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველანი დავრწმუნდეთ, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი ან თუ იყო, ის უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....