ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედას, ნათია გობაძესა და ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს, ლიკა ბაქრაძეს შორის შელაპარაკება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდდა.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი დაიხურა და დამსწრეებმა დარბაზიდან დერეფანში გადაინაცვლეს. ბრალდებულის შვილმა გარდაცვლილის დედას საკუთარი შვილის მკვლელობა დააბრალა.
ვითარება მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. მათ ვეფხია ბაქრაძის ყოფილი ცოლი და მოკლულის დედა, ნათია გობაძე შენობიდან გაიყვანეს. მოგვიანებით კი ნათია გობაძე მანდატურების თანხლებით სასამართლო დარბაზში შეიყვანეს, სადაც დღეს მისი დაკითხვა მოხდება.
შეგახსნებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.