ლგბტ თემის უფლებების დაცვის საკითხში ისტორიული გადაწყვეტილება ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. სამხრეთ აზიის სახელმწიფოში ჰომოსექსუალების მიერ, სექსუალური აქტის დამყარება დანაშაული აღარ იქნება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კოლონიალური ეპოქის, 146 წლის კანონს აბათილებს, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალების სექსუალური აქტი დანაშაულად არის მიჩნეული.
კოლონიალური ეპოქის დროინდელი კანონის შეცვლა ინდოეთში დიდი ხნის განმავლობაში არ სურდათ, თუმცა ბოლო წლებში, სამხრეთ აზიის სახელმწიფოში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციისთვის აქტიური კამპანია მიმდინარეობდა, რამაც საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღო.
აღნიშნული ქმედება ინდოეთში 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.