ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის “ქართული ოცნების” წევრების მიერ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.
“სახელმწიფო მოხელეები კონკრეტულად “ქართული ოცნება” იცავს მკვლელებს და ანალოგიურად თავად არიან მკვლელები. ზაზა სარალიძის მთავარი კითხვაა ვინ მოკლა ჩემი შვილი. თქვენ ვერ გაეცით ამ კითხვაზე პასუხი რაც ისედაც ცხადი იყო. ახლა კი ჩემი და საქართველოს მოქმედების დროა. ჩვენ ერთად გამოვიტანთ მკვლელი ხელისუფლების განაჩენს“, – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის “ქართული ოცნების” წევრებმა საკუთარი დასკვა გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის ხარვეზებით გამოძიებაში არა კონკრეტული პირები, არამედ სისტემაა დადანაშაულებული.