გუშინ თბილისში გამართულ მედიაფორუმზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ იყო დაფინანსებული, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა.
ასევე გამოქვეყნა სია თუ ვინ ესწრებოდა მედიაფორუმს. ამ სიაში მოხვდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არაეშიძე.
“მეტრონომი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მამუკა არაშიძეს დაუკავშირდა.
როგორც არეშიძემ “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, ის მედიაფორუმს არ დასწრებია და გავრცელებულ ინფორმაციას მტკნარ სიცრუედ აფასებს.
“მე არ დავსწრებივარ ამ მედიაფორუმს. თუ მოისმინეთ გავრცელდა რაღაც სააგენტოს ინფორმაცია, რომელიც მტკნარი სიცრუეა. მე დამირეკეს და მთხოვეს მედიაფორუმზე მისვლა. ვუპასუხე რომ დროის ფაქტორიდან გამომდინარე ან შევძლებ მოსვლას ან ვერ. როგორც ჩანს, მათ მაინც გავუტარებივარ რეგისტრაციაში ერთ-ერთ გამომსვლელად.
“რუსთავი2″-მა როგორც მათ სჩვევიათ, გადაუმოწმებლად გააჟღერა უცნობი სააგენტოს მიეს მოძიებული ინფორმაცია”- განაცხადა მამუკა არეშიძემ “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სასტუმრო “ვერე პალასთან,” სადაც კრემლის დაფინანსებით რუსული მედიაფორუმი ტარდებოდა, პარარელურად საპროტესო აქცია მიმდინარეობდა. სასტუმროს შენობასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას” წევრები და სხვა მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. აქციის მონაწილეები პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ჩატარებას აპროტესტებდნენ.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მედიაფორუმი ორ დღიანი ფირმატით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ როგორც გაირკვა დღევანდელი დღის დაგეგმილი ღონისძიებები აღარ ჩატარდება.