ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც შეიძლება მეტ რუს ჟურნალისტს უნდა გავაგებინოთ ობიექტური რეალობა”

დღეს გამართულ მედიაფორუმზე, რომელიც რუსთის პრეზიდენტის ფონდის მიერაა დაფინანსებული, საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოხვა.

“მეტრონომი” პოლიტოლოგ გია ხუხაშვილ დაუკავშირდა, რომელმავ განაცხადა, რომ ეს პროცესები არის ნორმალური და რუსმა ჟურმალისტებმა უნდა დაიხაონ საზოგადოების რეალური დამოკიდებულება.

“ის რაც დღეს ხდება თბილისში ნორმალური და ჩვეულებრია,  როგორც შეხვედრა ასევე გარეთ მიმდინარე პროცესებიც. პროტესტი შესაბამის ფონს უქმნის ყვეაფერ ამას.

ვფიქრობ, რომ ამით არაფერი არ ფუჭდება, პროტესტი რომ არ იყოს შეიძლება კითხვები გაჩენილიყო. თუ ეს პროცესი სწორედ წარიმართა, ჩვენ უფრო მოგებულები დავრჩებით და დავინახავთ პროპაგანდის ხიფათს.

თვითონ ის ფაქტი რომ ვიღაც ჟურნალისტი ამბობს,  რომ არ იცის რა ხდებოდა საქართველოში, ამ ფორუმზე ხომ გაიგებს სინამდვილეში რა მოხდა.

საბოლოო ჯამში შეიძლება ჩვენ დივიდენტი მივიღოთ, რომ რაც შეიძლება მეტ რუს ჟურნალისტს გავგებინოთ ობიექტური რეალობა. არა მათი გავლენის ქვეშ მოვექცეთ, არამედ პირიქით იქით გავაგებინოთ. მტერთან ლაპარაკიც უნდა შეგეძლოს. საუბრის არ დაწყება გამოსავალი არ არის. უნდა ელაპარაკო და პრინციპულად შენი სიმართლე უნდა ამტკიცო. მასზე ძლიერი უნდა იყო და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევწყვიტოთ კონტაქტები ეს სისუსტის გამოვლინებაა. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ საკუთარ ძალებში და არგუმენტებში არ ხარ დარწმუნებული და საუბარს ერიდები.  რაც ხდება გარეთ ისიც ნორმალურია და უნდა დაინახონ რუსმა ჟურნალისტებმა საზოგადოების რეალური დამოკიდებულება” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იტვირთბა....