სარფში, საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც თურქეთის 2 მოქალაქეს დაეცა. ისინი დედა-შვილი არიან. საბოლოოდ, მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ირკვევა, რომ შვილი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი იტყობინება.
როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
თურქეთის ორ მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო ქართველ მუშას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.