ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის ეკუთვნოდა ხელყუმბარა: “ჩემი შვილი შემთხვევას შეესწრო”

ფოთში მომხდარი აფეთქების შემდეგ კვლავ უცნობია ვის ეკუთვნოდა ხელმყუმბარა.

გავრცელებული ინფორმაციის ხელყუმბარა ერთ-ერთ დაშავებულ ეკუთვნოდა, თუმცა დაშავებულის დედა ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ხელყუმბარა გარდაცვლილს ეკუთვნოდა. ამის შესახებ კურიერი ავრცელებს ინფორმაციას.

„რა ხელყუმბარა, რის ხელყუმბარა, სად ექნებოდა ახლა ჩემს შვილს ხელყუმბარა. გარდაცვლილი იყო ეს ხელყუმბარა იმას ჰქონდა სახლიდან გამოტანილიო, ჩემი შვილი შეესწრო შემთხვევით და კი ხედავთ ახლა რა მდგომარეობაშია,“ – ამბობს დაშავებულის დედა.

მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც. აფეთქებისას გარდაცვლილი რომან სიჭინავას დეიდა, თამარ შენგელია ამბობს, რომ მის დისშვილს საბრძოლო მასალასთან შეხება არასოდეს ჰქონია.

თამარ შენგელიას თქმით, გარდაცვლილი დისშვილს ბოლოს ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა და გაიგო, რომ თბილისიდან ფოთში ჩასული იყო.

შეგახსენებთ, რომ ფოთში აფეთქება დღეს დილით მოხდა, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი დაშავდა. სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, ორის მდგომარეობა კი მძიმე რჩება. საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

იტვირთბა....