ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საქართველოს ილია მართლის საზოგადოება“ სზმაუს ეთერში საეთერო დროს ითხოვს

„საქართველოს ილია მართლის საზოგადოების“ წევრებმა საზმაუს წინ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ითხოვენ საეთერო დროს, რათა საკუთარ იდეოლოგიაზე საუბარი შეძლონ.

„დღეს სრულიად „საქართველოს ილია მართლის საზოგადოება“ კვლავ მოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისთან.  შევახსენებთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს ოფისი საქართველოს მოსახლეობის ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაცია და ევალება საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება”, – განაცხადა გია ჩხიკვაძე.

აქციის მონაწილეების თქმით, ქართული მედია სათანადოდ არ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

„ბატონი გია გახლავთ „საქართველოს წმინდა ილია მართლის“ გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. შეიძლება ითქვას, ისტორიული პიროვნება იმ პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მომპოვებელია. დღეს სრულიად იგნორირებულია ჩვენი არაერთგზის მოთხოვნა, დაეთმოთ ხუთწუთიანი დრო, რათა ჩვენი პოზიცია გამოვთქვათ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

იტვირთბა....