თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი 20 გვერდიანია. მმართველი გუნდი დასკვნას დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე წარადგენს. ინფორმაცია პირველი არხი ასაჯაროვებს.
დასკვნაში, სადაც საუბარია კომისიის შექმნის მიზეზებზე, კომისიის მიერ გაწეულ სამუშაოებზე,ჩაუტარებელ და დაგვიანებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, საგამოძიებო ორგანოების რეაგირებაზე საქმის სხვა ფიგურანტებთან მიმართებაში, ასევე შემუშავებულია რეკომენდაციები.
როგორც დასკვნის პროექტში, კომისიის შედეგების მოკლე შეჯამების ნაწილში აღნიშნულია, კომისიამ დაადგინა, რომ საქმის გამოძიების პროცესში არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა აღნიშნულს არ მოუხდენია გავლენა საქმის გამოძიების საბოლოო შედეგებზე.
„კომისიამ დაადგინა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან პოლიტიკური მოტივით ადგილი არ ჰქონია. ასევე, დასკვნის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში საჭიროა ცვლილებების განხორციელება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.