გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 16 წლის მოზარდს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ჯანმრთელობათან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ახლობლების თქმით, ბიჭი 2 სექტემბერს გაუჩინარდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები მოზარდის საპოვნელად.