„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკით დაიწყო. მისი თქმით, დროა დავამთავროთ ამ ქვეყანაში მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს.
მან უმრავლესობის დეპუტატებს „უსირცხვილოები“ უწოდა და 2004-2012 წლების მმართველობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისკენ მოუწოდა.
„საქართველოს 200 ათასზე მეტი მოქალაქე საქართველოს პარლამენტისგან ითხოვს შეფასდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმი, თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ეს იქნება მძიმე დარტყმა სახელმწიფოსთვის. უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ის მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ერთი მაგალითი მაინც მითხარით, სადაც ასეთი იდიოტობა ხდება სხვა ქვეყანაში, თქვე უსირცხვილოებო, თქვენა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტში შესულია „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება 2004-2012 წლების მმართველობას – სააკაშვილ-ბოკერიების დანაშაულებრივ მმართველობასა და რეჟიმს.