ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასტუმრო “ვერე პალასის” მენეჯერის თქმით არ იცოდნენ, რომ ფორუმი პუტინის მიერ იყო დაფინანსებული

სასტუმრო “ვერე პალასის”, სადაც რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინასებლი მედიაფორუმი ტარდება, სასტუმროს მენეჯერის განცხადებით მათთვის ცნობილი არ იყო, რომ მედიაფორუმი რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებული იყო.

როგორც სასტუმროს მენეჯერმა გიორგი კონდრატიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმრო “ვერე პალასის” მენეჯმენტისა და თანამშრომლების პოზიციაა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

“სასტუმროს მენეჯმენტი და ყველა თანამშრომელი ამ პოზიციას იზიარებს – რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია. უბრალოდ, ამ ფორუმის ჩატარების თემატიკა და შინაარსი სასტუმროსთვის თავიდანვე ცნობილი არ ყოფილა. ჩვენ ეს ჯგუფი მივიღეთ, როგორც კონკრეტული ორგანიზაციის ჯავშანი. შესაბამისად, ეს ღონისძიება ტარდება “ვერე პალასში”, – აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

მისივე თქმით, მათთვის ცნობილი არ იყო, რომ ფორუმი რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებით ტარდება და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, სასტუმრო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას შეცვლიდა.

„ვინც ალბათ შემოსაშვები არ იყო საქართველოს საზღვარზე, არ შემოუშვეს”, – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ვერე პალასში“ რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის დელეგაციის სამი წევრი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “იტარტასის” სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

იტვირთბა....