ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია საპროტესო აქციის ფონზე მიმდინარეობს

თბილისში, სასტუმრო “ვერე პალასთან” რუსი ჟურნალისტების მედია ფორუმი საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არ არის მედია ფორუმი და ეს არის სამუშაო შეხვედრა იმისთვის, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელონ. აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტები შეძახილის “რუსეთი ოკუპანტია” ფონზე შეუშვეს მედია ფორუმზე.

“გვინდოდა მათთვის აგვეხსნა, რომ სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს ჩვენი ტერიტორიებიდან, მანამდე სალაპარაკო არ გვაქვს რუსეთთან”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირინა ცააძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს

იტვირთბა....